ჩვენი სერვისები
„ლიგალ კონცეპტი" ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სთავაზობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის შემდეგ სფეროებში:
საკორპორაციო სამართალი
კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებული პროცესის სრული მხარდაჭერა...
▼
კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებული პროცესის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა, რაც, მათ შორის, მოიცავს:
- სამართლებრივი ფორმის არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;
- სადამფუძნებლო შეთანხმების მომზადებას;
- პარტნიორთა კრების ოქმების მომზადებას;
- სასამსახურო ხელშეკრულების შედგენას;
- სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავებას.
სრული აუთსორს მომსახურება
კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება...
▼
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (გაყიდვები, შესყიდვები და სხვ.) მომზადება;
- შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;
- კორპორაციულ-სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და ანალიზი.
სახელშეკრულებო სამართალი
ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შედგენა...
▼
ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შედგენა, მათ შორის, ნასყიდობის, ქირავნობის, იჯარის, მომსახურების;
- პირის წარმომადგენლობას მეორე მხარესთან მოლაპარაკების პროცესში;
- არსებული ხელშეკრულების ანალიზს და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;
უძრავი ქონება/სამშენებლო სამართალი
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები...
▼
- უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა/ანალიზი;
- უძრავი ქონების ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა/ანალიზი.
შრომის სამართალი
დამსაქმებლისთვის და დასაქმებულისთვის სრული მხარდაჭერა...
▼
დამსაქმებლისთვის:
- შრომითი ხელშეკრულების შაბლონების შემუშავება;
- შინაგანაწესის მომზადება;
- სამუშაო აღწერილობების მომზადება;
- ბრძანებების შაბლონების მომზადება;
- რეორგანიზაციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კომპანიის წარმომადგენლობა შრომის ინსპექციის სამსახურთან.
დასაქმებულისთვის:
- ზეპირი/წერილობითი კონსულტაცია;
- შრომის ხელშეკრულების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- დასაქმებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცესის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა;
- დოკუმენტების გამოთხოვა;
- ბრძანების გასაჩივრება;
- მოლაპარაკების წარმოება.
სადაზღვევო სამართალი
დაზღვევის ხელშეკრულებების ანალიზი და წარმომადგენლობა...
▼
- დაზღვევის ხელშეკრულების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- საპრეტენზიო წერილის მომზადება;
- პირის წარმომადგენლობა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში.
მომხმარებლის უფლებების დაცვა
მომხმარებლისა და მოვაჭრის მხარდაჭერა...
▼
მომხმარებლისთვის:
- მომხმარებლის წარმომადგენლობა მოვაჭრესთან მოლაპარაკების პროცესში;
- დოკუმენტების გამოთხოვა;
- მოვაჭრესთან წარსადგენი განცხადების მომზადება;
- განცხადების შედგენა მომხმარებლის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის თაობაზე.
მოვაჭრესთვის:
- მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავება;
- საგარანტიო პირობების შემუშავება;
- საქონლის დაბრუნების წესების შემუშავება;
- ელექტრონული კომერციისათვის საჭირო დოკუმენტების შემუშავება;
- ვებ.გვერდის წესების და პირობების, ელექტრონული ხელშეკრულების მომზადება;
- მოვაჭრის წარმომადგენლობა მომხმარებელთან და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან.
სატენდერო სამართალი
ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობა...
▼
კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღებისას, რაც მათ შორის მოიცავს:
- კონსულტაციას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;
- დოკუმენტაციის მომზადებას;
- სატენდერო ხელშეკრულების ანალიზს;
- ტენდერის შედეგების გასაჩივრებას დავების საბჭოსა და სასამართლოში;
- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
GDPR-თან შესაბამისობა და მონიტორინგი...
▼
- კომპანიის საქმიანობის აუდიტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების მომზადება (მათ შორის, კონფიდენციალურობის პოლიტიკის, ვიდეო და აუდიო მონიტორინგის წესის და სხვ.);
- პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების მონიტორინგი;
- არსებული ხელშეკრულებების და ინსტრუქციების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
- თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, ტრენინგებისა და შეხვედრების ჩატარება.
წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში
სარჩელების შედგენა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციაში...
▼
- სარჩელის/შეგებებული სარჩელის შედგენა;
- შესაგებლის შედგენა;
- საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის შედგენა;
- შუამდგომლობების მომზადება;
- სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების მომზადება;
- გადაწყვეტილების გასაჩივრება ზედა ინსტანციაში;
- პირის ინტერესების დაცვა პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში.
