წესები და პირობები
ზოგადი პირობები
შპს „ლიგალ კონცეპტი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405739651; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაკის რაიონი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული, ფართი N9; ელ.ფოსტის მისამართი: info@legalconcept.ge;) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიას, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 436066490) (შემდგომში ორივე კომპანია მოხსენიებული როგორც „ლიგალ კონცეპტი“/“კომპანია“) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგებს სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.
1.2 წინამდებარე დოკუმენტით რეგულირდება ვებ.გვერდით www.legalconcept.ge სარგებლობის წესები და პირობები.
1.3 www.legalconcept.ge წარმოადგენს ვებ.გვერდს, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ:
- დაუტოვოს მისი საკონტაქტო ინფორმაცია შპს „ლიგალ კონცეპტს“ მასთან დაკავშირების/კონსულტაციის მიღების მიზნით;
- დარეგისტრირდეს შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ, მისთვის სასურველ ტრენინგზე/ვორქშოფზე და ონლაინ გადაიხადოს აღნიშნულის საფასური.
1.4 წინამდებარე დოკუმენტით რეგულირდება „მომხმარებელსა“ და „ლიგალ კონცეპტს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა;
1.5 „კომპანია“ საქმიანობას ახორციელებს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სრულად იზიარებს „მომხმარებლის“ პატივისცემაზე დამყარებულ ქცევის კულტურას. ამასთანავე, „კომპანია“ სრულად კრძალავს სამომხმარებლო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.
ტერმინთა განმარტება
“კომპანია“ - შპს „ლიგალ კონცეპტი“/შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრი“;
„მომხმარებელი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია იურიდიული კონსულტაციის/მომსახურების მიღებით ან „კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტრენინგში/ვორქშოფში მონაწილეობით;
„მონაცემთა სუბიექტი“ – ფიზიკური პირი, რომლის მონაცემიც მუშავდება შპს „ლიგალ კონცეპტის“/შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრის“ მიერ.
„რეგისტრაცია“ – „მომხმარებლის“ მიერ ვებ-გვერდის საშუალებით გამოცხადებულ ტრენინგში/ვორქშოფში მონაწილეობის მიღების სურვილის დადასტურება.
პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
შეტყობინებით მომართვა
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დატოვოს შეტყობინება „ლიგალ კონცეპტის“ ვებ.გვერდზე, რა დროსაც მან შესაბამის გრაფაში მის შესახებ უნდა მიუთითოს შემდეგი სახის მონაცემები:
3.1.1 ფიზიკური პირის შემთხვევაში:
- სახელი, გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- მობილური ტელეფონის ნომერი;
- თემა, რასთან დაკაშირებითაც სურს მომხმარებელს შეტყობინების დატოვება;
- შეტყობინება.
იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება:
- კომპანიის საფირმო სახელწოდება;
- წარმომადგენლის სახელი, გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ.ფოსტის მისამართი
მონაცემების შეყვანის დასრულების შემდგომ „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს თანხმობას „პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე“ რის დასადასტურებლადაც მომხმარებელი მონიშნავს შესაბამის ფანჯარას და შემდეგ ღილაკს „გაგზავნას“ .
მონაცემების შეყვანისას მომხმარებელი ვალდებულია განათავსოს მხოლოდ ზუსტი და სრული ინფორმაცია, ასევე, მოახდინოს ამ ინფორმაციის განახლება თუ ის შეიცვლება.
ტრენინგზე/ვორქშოფზე რეგისტრაცია
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრის“ მიერ ვებ.გვერდის მეშვეობით გამოცხადებულ ტრენინგზე/ვორქშოფზე.
რეგისტრაციამდე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს სრულყოფილ ინფორმაციას გამოცხადებული ტრენინგის/ვორქშოფის თაობაზე, კერძოდ:
- ტრენინგის დასახელება;
- ტრენერის ვინაობა;
- ტრენინგის აღწერილობა/სილაბუსი;
- ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი;
- რამდენ საათს მოიცავს პროგრამა;
- ტრენინგის ღირებულება;
ინფორმაციის გაცნობის შემდეგ რეგისტრაციის მიზნებისთვის „მომხმარებელმა“ უნდა შეავსოს შემდეგი გრაფები:
- სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- სამუშაო ადგილი და პოზიცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია ტრენინგის ღირებულების გადამხდელი პირის შესახებ, თუ ტრენინგს აფინანსებს დამსაქმებელი (კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი).
მონაცემების შეყვანის დასრულების შემდგომ „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს „ტრენინგზე რეგისტრაციისას თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე“-ს, რის დასადასტურებლადაც მომხმარებელი მონიშნავს ფანჯარას - „ტრენინგზე რეგისტრაცია“.
მონაცემების შეყვანისას მომხმარებელი ვალდებულია განათავსოს მხოლოდ ზუსტი და სრული ინფორმაცია, ასევე, მოახდინოს ამ ინფორმაციის განახლება თუ ის შეიცვლება.
მომხმარებელი ტრენინგზე დარეგისტრირებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ექნება შესაბამისი საფასური. ტრენინგის ღირებულების გადახდა მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანის გზით, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებით, კომპანიის მიერ გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე.
მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას ტრენინგში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება რეგისტრაციიდან და შესაბამისი თანხის გადახდიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პერიოდში უკვე ჩატარდება ტრენინგი და მომხმარებელი დაესწრება მას ან თუ თანხის გადახდა განახორციელა იურიდიულმა პირმა). რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნის გზით: info@legalconcept.ge. რა დროსაც მომხმარებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება გადახდილი საფასური.
“მომხმარებლის”/”კლიენტის” განცხადებები
წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით “მომხმარებელი” ადასტურებს, რომ:
- დეტალურად გაეცნო წინამდებარე და ეთანხმება მას;
- მის მიერ ვებ.გვერდზე მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და ზუსტი.
- არის 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი პირი და დაიცავს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს მონაცემთა სუბიექტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნობრიობით:
- შპს „ლიგალ კონცეპტის“ მიზნებისთვის ვებ.გვერდის მეშვეობით შეტყობინების დატოვება;
- შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრის“ მიზნებისთვის ტრენინგზე/ვორქშოფზე რეგისტრაცია.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს:
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
- კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
„მომხმარებელი“„ვებგვერდზე“ რეგისტრაციით თანხმობას
აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ დაამუშაოს რეგისტრაციის დროს მის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- ბ) მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
- გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- დ) მონაცემთა სუბიექტის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
- ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან /და მონაცემთა ასლების გაცემისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან /და მოთხოვნის სიხშირის გამო.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან /და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია, აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან /და შეივსება მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მონაცემთა სუბიექტს.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყდება მონაცემთა დამუშავება ან /და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტება უარის გასაჩივრების წესი.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას 6.11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
- ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
- ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
- გ)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
- დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
- ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
- ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
- გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
- დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
- ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
Cookies ფაილები
„ლიგალ კონცეპტი“ იყენებს Cookies ფაილებს. Cookies ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
- IP მისამართი;
- მოწყობილობის ტიპი;
- ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი, ხანგრძლივობა;
- ბრაუზერი;
- რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა კლიენტი ვებგვერდზე;
- ინფორმაცია ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ;
- ზემოაღნიშნული ინფორმაციით არ ხორციელდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
- გაანალიზოს კომპანიამ ტრენდები;
- “კომპანიამ” მართოს ვებ.გვერდი;
- აწარმოოს სტრატისტიკა;
- თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
- ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
- რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად;
ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოს cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, მას ექნება შეზღუდული წვდომა ვებგვერდზე.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი განთავსებულია ვებგვერდზე და ვრცელდება მომხმარებლებზე.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
