თანხმობა
დაკავშირების მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
წინამდებარე ფორმის შევსებით უფლებას ვანიჭებ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, შპს „ლიგალ კონცეპტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405739651; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაკის რაიონი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული, ფართი N9; ელ.ფოსტის მისამართი: info@legalconcept.ge) რომ დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ჩემ მიერ შეტყობინებაში დაფიქსირებული საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მსურს დაკავშირება/კონსულტაციის მიღება.
ინფორმირებული ვარ, რომ მონაცემთა მიწოდება მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის არის ნებაყოფლობითი და მონაცემთა დამუშავების მიზანია ჩემი მოთხოვნის შესრულება, კერძოდ, იურიდიული მომსახურების/კონსულტაციის, მისაღებად ჩემთან დაკავშირება ჩემ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შპს „ლიგალ კონცეპტში“ დამუშავდება 1 (ერთი) თვის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩემი მოთხოვნის საფუძველზე შპს „ლიგალ კონცეპტი“ გამიწევს სასყიდლიან იურიდიულ მომსახურებას და ჩვენს შორის დამყარდება სახელშეკრულებო ურთიერთობა ასეთ შემთხვევაში ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდება 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთან, ვაცხადებ, რომ ინფორმირებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული ჩემი უფლებების თაობაზე, მათ შორის, ვაცნობიერებ, რომ უფლება მაქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოვთხოვო იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა ჩემ შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მივიღო შემდეგი ინფორმაცია:
- ჩემ შესახებ არსებული იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- მონაცემთა სუბიექტის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
- მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
უფლება მაქვს აღნიშნული ინფორმაცია მივიღო მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა მეცნობოს.
ასევე, უფლება მაქვს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გავეცნო ჩემ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მივიღო ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან /და მონაცემთა ასლების გაცემისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან /და მოთხოვნის სიხშირის გამო.
უფლება მაქვს გავეცნო აღნიშნულ მონაცემებს ან /და მივიღო მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა მეცნობოს.
ასევე, უფლება მაქვს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოვთხოვო ჩემ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან უნდა მეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განმემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირი ჩემგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია, აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან /და შეივსება მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეცნობება.
უფლება მაქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოვთხოვო ჩემ შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყდება მონაცემთა დამუშავება ან /და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განმემარტება უარის გასაჩივრების წესი.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
- ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
- ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
- გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
- დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
უფლება მაქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მივიღო შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ასევე, უფლება მაქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოვთხოვო მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
- ა) სადავოს ვხდი მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
- ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა ვეწინააღმდეგები მათ წაშლას და ვითხოვ მონაცემთა დაბლოკვას;
- გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა ისინი მჭირდება საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
- დ) მოვითხოვ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
- ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/კომპანია:
შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრი“;
საიდენტიფიკაციო ნომერი: 436066490;
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ლებან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული, ფართი N9;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@legalconcept.ge
ტელეფონის ნომერი: 599393322.
წინამდებარე თანხმობის ფორმის მონიშვნით ვადასტურებ, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ნებაყოფლობით ვანიჭებ უფლებამოსილებას უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით დაამუშაოს ჩემი რეგისტრაციის დროს მითითებული პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, კერძოდ, თანახმა ვარ, რომ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღების, სატელეფონო ზარისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:
- მივიღო ინფორმაცია კომპანიის მიერ ორგანიზებული ახალი ტრენინგების, ვორქშოფების, შეთავაზებების, აქციების, ფასდაკლებების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, იდეის, მომსახურების, ან/და წამოწყების შესახებ, აგრეთვე მივიღო შეტყობინებები საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- მივიღო ინფორმაცია სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ.
ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები
წინამდებარე თანხმობის ფორმის მონიშვნით ვადასტურებ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე თანხმობა გაცემულია უვადოდ, ჩემ მიერ მის გამოხმობამდე. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს მაქვს უფლება, გამოვითხოვო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც კომპანია ვალდებულია, რომ მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს ჩემი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება, რის შემდეგაც ვეღარ მივიღებ ჩემზე მორგებულ შეთავაზებებს მომსახურებასა და პროდუქტებთან დაკავშირებით.
ამასთან, ვადასტურებ, რომ გაცნობიერებული მაქვს ჩემი უფლებები, რომ მოვითხოვო წვდომა ჩემ მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, მოვთხოვო “კომპანიას” გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი არ იქნება სახეზე.
თანხმობა
ტრენინგზე რეგისტრაციის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
წინამდებარე ფორმის შევსებით უფლებას ვანიჭებ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 436066490; ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაკის რაიონი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული, ფართი N9; ელ.ფოსტის მისამართი: info@legalconcept.ge) რომ ჩემი ტრენინგზე რეგისტრაციისა და შემდგომში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი და პოზიცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საბანკო რეკვიზიტები, ტრენინგი, რომელშიც ვმონაწილეობ, ტესტირების შედეგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დასწრების შესახებ ინფორმაცია..ინფორმირებული ვარ, რომ მონაცემთა მიწოდება მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის არის ნებაყოფლობითი და მონაცემთა დამუშავების მიზანია ჩემი ტრენინგზე რეგისტრაცია და მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრში“ დამუშავდება 3 (სამი) წლის ვადით.