ჩვენ შესახებ - Legal Concept
დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი

ელენე მჭედლიშვილი

ელენე მჭედლიშვილი

ელენე არის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი და აქვს იურიდიული მიმართულებით მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ელენეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ასევე, მინიჭებული აქვს სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში სპეციალიზირებული ადვოკატის სტატუსი.

ელენემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურები, ამჟამად არის ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დოქტორანტურის სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტში იკავებს აკადემიურ თანამდებობას კერძო სამართლის მიმართულებით.

ელენე უკანასკნელ წლებში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა ავტოინდუსტრიაში საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიაში, ასევე, იურისტის პოზიციას წამყვან სადაზღვევო კომპანიაში. მიმდინარედ, ელენე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას უწევს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს", „ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალსა" და „ნიუ ვიჟენ დაზღვევას".

სპეციალიზაცია:

  • სამოქალაქო სამართალი
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საოჯახო სამართალი
  • შრომის სამართალი
  • დაზღვევის სამართალი
  • სამშენებლო სამართალი
  • საკორპორაციო სამართალი
  • ჯანდაცვის სამართალი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

ვინ ვართ ჩვენ?

„ლიგალ კონცეპტი“ არის პროფესიონალი იურისტებისგან დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. გუნდი შედგება იურისტებისგან, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებულ კომპანიებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. კომპანია ორიენტირებულია რთული იურიდიული საკითხების მარტივი და კრეატიული გადაწყვეტისკენ.

რას გთავაზობთ?

„ლიგალ კონცეპტი“ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას გთავაზობთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აქტუალური სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულ პირებს კი თქვენთვის საინტერესო ტრენინგებს და ვორქშოპებს გპირდებით.

ჩვენი კლიენტები

"ლიგალ კონცეპტი" იურიდიულ მომსახურებას უწევს შემდეგ კომპანიებს:

უკვე

აზიური სწრაფი კვების ქსელი

ვაკო მოტორსი

სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანია, DAF, CHEVRON, Mann Filter-ის წარმომადგენელი საქართველოში

ახალი მზერა

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თვალის კლინიკა, რომელიც პაციენტებს სრულ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს

Windfor's Tbilisi

სარეკლამო სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კრეატიულ, სტრატეგიულ და ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს

კალეისი

საქართველოში დამზადებული მაღალი ხარისხის სამკაულების ბრენდი

Payments Laboratory

ბუტიკური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ბანკებს, ფინტექებს და გადახდის სერვისების პროვაიდერებს

Sanex

კომპანია ახორციელებს ამანათების, პირად გზავნილების და კომერციული ტვირთის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან

Minimaluxe • მინიმალუქსი

კომპანია, რომელიც მომხამრებელს სთავაზობს მინიმალისტურ ხელნაკეთ დეკორებს

თუ გსურს, რომ ისარგებლო „ლიგალ კონცეპტის" მომსახურებით და შენი სამართლებრივი გამოწვევები კვალიფიციურმა გუნდმა გადაჭრას

დაგვიკავშირდი