დებიტორული დავალიანების მართვა აღსრულების მეშვეობით - Legal Concept

დებიტორული დავალიანების მართვა აღსრულების მეშვეობით

🎓 გიწვევთ ტრენინგზე: „დებიტორული დავალიანების მართვა აღსრულების მეშვეობით“, სადაც შეძლებთ გაიღრმავოთ ცოდნა სააღსრულებო წარმოების პრაქტიკულ საკითხებში დარგის პროფესიონალთან ერთად.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი: იურისტები, სააღსრულებო წარმოების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი

შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 4 (ოთხი) შეხვედრა

ტრენინგის ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა 3 (სამი) საათი

ტრენინგის ჩატარების თარიღი:
23, 25, 27 თებერვალი - 18:30 – 21:30 საათი;
28 თებერვალი - 11:00 – 14:00 საათი;

დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)

ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული;

სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა: 12 საათიდან არანაკლებ 75 %-ზე დასწრება.

ტრენინგის ღირებულება: 400 (ოთხასი) ლარი.

სასწავლო პროგრამა

I დღე - 3 საათი

გამარტივებული წარმოება როგორც სასარჩელო წარმოების ალტერნატივა:

  • გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები;
  • მხარეები გამარტივებულ წარმოებაში;
  • განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
  • განცხადების წარმოებაში მიღება, ხარვეზის დადგენა და წარმოებაში მიღებაზე უარი; უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მისი წინაპირობა;
  • რესპონდენტის მიერ ვალის აღიარება, მორიგების შეთავაზება და პროტესტი - სამართლებრივი შედეგებით;
  • სააპლიკაციო და გამარტივებული წარმოების საფასური;
  • განცხადების გახმობა
  • დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება;
  • მოთხოვნის უზრუნვლყოფის ღონისძიება;

II დღე - 3 საათი

იძულებითი აღსრულება

  • აღსრულების დაწყება
  • წინადადება ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე;
  • სააღსრულებო მოქმედების ოქმი;
  • აღსრულების შეწყვეტა; აღსასრულებელი დოკუმენტის კრედიტორისათვის დაბრუნება; აღსრულების შეჩერება, ვადები.
  • საფასური - სავალდებულო გადასახდელი; აღსრულების საფასური; აღსრულების ხარჯი.

III დღე - 3 საათი

მოვალეთა რეესტრი

  • მოვალეთა რეესტრის არსი, მიზანი;
  • რეესტრის წარმოება;
  • რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები;
  • რეესტში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა; რეესტრიდან ამორიცხვა.

IV დღე - 3 საათი

აღსრულება მოძრავ და უძრავ ქონებაზე

  • მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება;
  • მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა;
  • ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება;
  • ქონების შეფასება;
  • ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;
  • რეალიზაცია;
  • მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია (50-ე მუხლი);
  • აუქციონის შეწყვეტა, სხვაგვარი რეალიზაცია;
  • მრავალჯერადი ყადაღის დადება;
  • ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა.
  • იძულებითი აუქციონი (ჩატარების პირობები; შეჩერება და შეწყვეტა;
  • მოვალისგან ამოღებული თანხის განაწილების წესი; კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა; პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები; გაანგარიშების შედგენა;
ეკატერინე ახალკაცი

ეკატერინე ახალკაცი

ტრენერი

საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასამართლო წარმომადგენლობლის სამსახურის უფროსი;

აკადემიური საქმიანობა

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი - საგანში: “სააღსრულებო სამართალი”;
გადახდა (TBC ბანკი)
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.