პრობლემური და აქტუალური საკითხები სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე არსებული აქტუალური და პრობლემური საკითხები, მათი გადაჭრის პრაქტიკული გზები და სატენდერო პროცესში გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილების მექანიზმები.
ტრენინგის დეტალები
სამიზნე ჯგუფი: სახელმწიფო ტენდერებში მიმწოდებლის სტატუსით მონაწილე კომპანიები, იურისტები, გაყიდვების წარმომადგენლები.
შეხვედრების რაოდენობა: 1 შეხვედრა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 აკადემიური საათი;
ტრენინგის ჩატარების თარიღი:
26 ოქტომბერი (19:00-22:00)
დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17;
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
სასწავლო პროგრამა
- სატენდერო პირობები (სატენდერო განცხადება, სატენდერო დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანა);
- მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი;
- სატენდერო წინადადების წარდგენა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი (ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შეფასების წესი);
- ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება;
- სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და მათი შეფასების წესი;
- პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
ტრენერი
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე იურისტი.
რეგისტრაცია
შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.
