პრობლემური და აქტუალური საკითხები სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე - Legal Concept

პრობლემური და აქტუალური საკითხები სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე არსებული აქტუალური და პრობლემური საკითხები, მათი გადაჭრის პრაქტიკული გზები და სატენდერო პროცესში გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილების მექანიზმები.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი: სახელმწიფო ტენდერებში მიმწოდებლის სტატუსით მონაწილე კომპანიები, იურისტები, გაყიდვების წარმომადგენლები.

შეხვედრების რაოდენობა: 1 შეხვედრა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 აკადემიური საათი;

ტრენინგის ჩატარების თარიღი:
26 ოქტომბერი (19:00-22:00)

დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)

ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17;

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

სასწავლო პროგრამა

  • სატენდერო პირობები (სატენდერო განცხადება, სატენდერო დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანა);
  • მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი;
  • სატენდერო წინადადების წარდგენა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი (ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შეფასების წესი);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება;
  • სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და მათი შეფასების წესი;
  • პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;

ტრენერი

ია შავერდოვი
ია შავერდოვი
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე იურისტი.

რეგისტრაცია

შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.

გადახდა (TBC ბანკი)
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.