სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები
კურსი მიზნად ისახავს სამედიცინო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების, პრაქტიკული პრობლემებისა და რეგულაციების მიმოხილვას. ყურადღება გამახვილებულია პაციენტის უფლებებზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე. კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებს.
ტრენინგის დეტალები
სამიზნე ჯგუფი: სამართლის სტუდენტები, პრაქტიკოსი იურისტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები
შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 5 შეხვედრა
ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი
ტრენინგის ჩატარების თარიღი:
16 მარტი (19:00 – 21:00)
19 მარტი (19:00 – 21:00)
20 მარტი (19:00 – 21:00)
23 მარტი (19:00 – 21:00)
28 მარტი (11:00 – 13:00)
დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი — ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N17
სერტიფიკატი: 10 აკად. საათიდან არანაკლებ 75% დასწრების შემთხვევაში
ტრენინგის ღირებულება: 400 ₾
სასწავლო პროგრამა
I დღე - 2 საათი
სამედიცინო სამართლის სისტემა და სუბიექტები (ტრენერი: ანი მიქიაშვილი)
19:00 – 21:00 საათი
ძირითადი საკითხები:
- სამედიცინო სამართლის ცნება და მნიშვნელობა
- სამედიცინო სამართლის სუბიექტები
- პაციენტი
- სამედიცინო დაწესებულება
- ექიმი/სამედიცინო პერსონალი
- სახელმწიფო
- მარეგულირებელი კანონმდებლობა
II დღე - 2 საათი
პაციენტის უფლებები/თანხმობა (ტრენერი: ანი მიქიაშვილი)
19:00 – 21:00 საათი
ძირითადი საკითხები:
- ინფორმაციის მიღების უფლება
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
- სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა
- უარის თქმის უფლება
- სამართლებრივი დაცვის უფლება
- არასრულწლოვნის უფლებები
- ინფორმირებული თანხმობის არსი
III დღე - 2 საათი
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები/მომსახურების სტანდარტი და სახელმწიფო ზედამხედველობა (ტრენერი: ნატალია კალანდარიშვილი)
19:00 – 21:00 საათი
ძირითადი საკითხები:
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები:
- კანონიერად ფუნქციონირების ვალდებულება
- ლიცენზიისა და ნებართვების ქონა
- საქმიანობის შესაბამისობა ნებართვის/ლიცენზიის მოცულობასთან
- სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტი
- სამართლიანი, ხარისხიანი და არადისკრიმინაციული მომსახურება
- კვალიფიციური პერსონალი
- მარეგულირებელი ორგანოების როლი
IV დღე - 2 საათი
პერსონალური მონაცემების დაცვა სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში (ტრენერი: ანი მიქიაშვილი)
19:00 – 21:00 საათი
ძირითადი საკითხები:
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერს. მონაცემი
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი
- მონაცემთა დამუშავების პრინციპები
- კონფიდენციალობა და მონაცემთა გამჟღავნება, გადაცემა მესამე პირებისთვის
- ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები (HER)
V დღე - 2 საათი
სასამართლო დავის განხილვის სპეციფიკა და აქტუალური საკითხები (ტრენერი: თამარ ჩიხლაძე)
11:00 – 13:00 საათი
ძირითადი საკითხები:
- სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები
- ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა
- სასამართლო დავა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები
ტრენერები
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- „ჯანდაცვის ტრანსფორმაციის ინსტიტუტის" მმართველი პარტნიორი
- ჯანდაცვის სფეროში 10 წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი
რეგისტრაცია
შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.
