Skip to content
1png
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტრენინგები
  • სერვისები
  • კონტაქტი
KA
KA
EN
1png
KA
KA
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • ტრენინგები
  • სერვისები
  • კონტაქტი

თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/კომპანია:

შპს „ლიგალ კონცეპტის ტრენინგ ცენტრი“;

საიდენტიფიკაციო ნომერი: 436066490;

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ლებან მიქელაძის ქუჩა N17, პირველი სართული, ფართი N9;

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@legalconcept.ge

ტელეფონის ნომერი: 599393322.

წინამდებარე თანხმობის ფორმის მონიშვნით ვადასტურებ, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ნებაყოფლობით ვანიჭებ უფლებამოსილებას უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით დაამუშაოს ჩემი რეგისტრაციის დროს მითითებული პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, კერძოდ, თანახმა ვარ, რომ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღების, სატელეფონო ზარისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

  • მივიღო ინფორმაცია კომპანიის მიერ ორგანიზებული ახალი ტრენინგების, ვორქშოფების, შეთავაზებების, აქციების, ფასდაკლებების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, იდეის, მომსახურების, ან/და წამოწყების შესახებ, აგრეთვე მივიღო შეტყობინებები საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
  • მივიღო ინფორმაცია სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ.

ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები

წინამდებარე თანხმობის ფორმის მონიშვნით ვადასტურებ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე თანხმობა გაცემულია უვადოდ, ჩემ მიერ მის გამოხმობამდე. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს მაქვს უფლება, გამოვითხოვო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც კომპანია ვალდებულია, რომ მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს ჩემი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება, რის შემდეგაც ვეღარ მივიღებ ჩემზე მორგებულ შეთავაზებებს მომსახურებასა და პროდუქტებთან დაკავშირებით.

ამასთან, ვადასტურებ, რომ გაცნობიერებული მაქვს ჩემი უფლებები, რომ მოვითხოვო წვდომა ჩემ მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, მოვთხოვო “კომპანიას” გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი არ იქნება სახეზე.

1
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

 © 2026 Legal Concept