სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური საკითხები - Legal Concept

სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური საკითხები

კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი რეგულაციებისა და პრაქტიკული საკითხების მიმოხილვას. ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურებზე, ასევე თეთრი და შავი სიის მნიშვნელობასა და დავების საბჭოში გასაჩივრების მექანიზმებზე. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მაგალითებს.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი: სახელმწიფო ტენდერებში მიმწოდებლის სტატუსით მონაწილე კომპანიები, იურისტები, გაყიდვების წარმომადგენლები.

შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 5 შეხვედრა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი;

ტრენინგის ჩატარების თარიღები:
30 მარტი (20:00-22:00)
01 აპრილი (20:00-22:00)
03 აპრილი (20:00-22:00)
06 აპრილი (20:00-22:00)
08 აპრილი (20:00-22:00)

დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)

ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17;

სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა: 10 აკადემიური საათიდან მინიმუმ 75%-ზე დასწრება.

ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი

სასწავლო პროგრამა

I დღე - 30 მარტი - 20:00 – 22:00 საათი

  • სახელმწიფო შესყიდვების მოქმედების სფერო;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი და ელექტრონული შესყიდვების სისტემა;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

II დღე - 01 აპრილი - 20:00 – 22:00 საათი

  • ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდების ზოგადი მიმოხილვა (SPA; NAT; კონკურსი; კონსოლიდირებული ტენდერი; გამარტივებული შესყიდვა);
  • სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელი ეტაპი;
  • სატენდერო კომისია;
  • სატენდერო პირობები (სატენდერო განცხადება, სატენდერო დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანა);
  • მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი.

III დღე - 03 აპრილი - 20:00 – 22:00 საათი

  • სატენდერო წინადადების წარდგენა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი (ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შეფასების წესი);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება;
  • სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და მათი შეფასების წესი;
  • პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
  • ხელშეკრულების დასადებად მიწვევა და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება;

IV დღე - 06 აპრილი - 20:00 – 22:00 საათი

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა;
  • შავი სია;
  • თეთრი სია.

V დღე - 08 აპრილი - 20:00 – 22:00 საათი

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.

ტრენერი

ია შავერდოვი
ია შავერდოვი
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე იურისტი.

რეგისტრაცია

შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.

გადახდა (TBC ბანკი)
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.