ტრენინგი - შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა
კურსი მიზნად ისახავს HR მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, შრომითი ურთიერთობებით დაინტერესებული პირებისთვის შრომის სამართლის პრაქტიკული საკითხების გაცნობას რეალური მაგალითებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შრომითი ურთიერთობების წარმოშობის, შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შრომითი დავების თავიდან აცილების პრაქტიკული რეკომენდაციები.
კურსი მონაწილეებს დაეხმარება შრომით ურთიერთობებში ყოველდღიურ პრაქტიკაში სამართლებრივი რისკების სწორად შეფასებასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
ტრენინგის დეტალები
სამიზნე ჯგუფი: HR სპეციალისტები/მენეჯერები, იურისტები, შრომის სამართლით დაინტერესებული პირები.
შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 5 შეხვედრა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი;
ტრენინგის ჩატარების თარიღები:
18 მაისი (20:00-22:00)
20 მაისი (20:00-22:00)
22 მაისი (20:00-22:00)
27 მაისი (20:00-22:00)
29 მაისი (20:00-22:00)
დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17;
სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა: 10 აკადემიური საათიდან მინიმუმ 75 %-ზე დასწრება.
ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი (კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის შემთხვევაში - 350 ლარი)
სასწავლო პროგრამა
I დღე - 18 მაისი / 20:00 - 22:00 საათი (2 საათი)
ტრენერი: თეონა კაპანაძე
- შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
- შრომითი ურთიერთობისა და მომსახურების განმასხვავებელი პრინციპები;
- შრომითი ურთიერთობის წინასახელშეკრულებო ეტაპი;
- დასაქმებულის მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობა;
- დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში;
II დღე - 20 მაისი / 20:00 - 22:00 საათი (2 საათი)
ტრენერი: თეონა კაპანაძე
- შრომითი ხელშეკრულების ფორმები და ვადები;
- გამოსაცდელი ვადის მნიშვნელობა;
- შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
- შრომის შინაგანაწესის ძირითადი პრინციპები;
- სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შესვენების დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი;
- სტაჟირების სახეები;
III დღე - 22 მაისი / 20:00 - 22:00 საათი (2 საათი)
ტრენერი: თეონა კაპანაძე
- შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები;
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები
(განხილული იქნება თეორიული ნაწილი, პრაქტიკული მაგალითებით)
IV დღე - 27 მაისი / 20:00 - 22:00 საათი (2 საათი)
ტრენერი: ეკატერინე გასიტაშვილი
- მტკიცების ტვირთი შრომით დავებში;
- დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შრომითი დავები და პრეზუმფციების მნიშვნელობა;
- დისკრიმინაცია ვიქტიმიზაციის ფორმით;
V დღე - 29 მაისი / 20:00 - 22:00 (2 საათი)
ტრენერი: ეკატერინე გასიტაშვილი
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები და უახლესი სასამართლო პრაქტიკა, მნიშვნელოვანი განმარტებები
(განხილული იქნება შეწყვეტის თითოეული საფუძველი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ვიმსჯელებთ, რა კრიტერიუმებით ამოწმებს სასამართლო უხეში დარღვევის საფუძველზე გათავისუფლებული დასაქმებულის ქმედებებს, დასაქმებულისადმი ნდობის დაკარგვისა და სხვა შემთხვევებს);
- კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვა - საკანონმდებლო რეგულაცია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები.
ეკატერინე გასიტაშვილი
ტრენერი
თეონა კაპანაძე
ტრენერი
