ვებინარი - როგორ დავასაქმოთ უცხოელი საქართველოში?
Legal Concept და GeMigrate გთავაზობთ ვებინარს თემაზე: როგორ დავასაქმოთ უცხოელი საქართველოში? ვებინარი მიზნად ისახავს დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების პრაქტიკულ გააზრებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში სწორად გამოყენებაში. ვებინარი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას უკეთ შეაფასონ სამართლებრივი რისკები და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების პროცესში.
ტრენინგის დეტალები
სამიზნე ჯგუფი: HR მენეჯერები, იურისტები, ბიზნესის მფლობელები და კომპანიები, რომლებსაც დასაქმებული ჰყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 1 შეხვედრა
ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი;
ტრენინგის ჩატარების თარიღი:
17 აპრილი, 2026 (16:00-18:00)
დასწრების ტიპი: ონლაინ Zoom
დამატებით: ვებინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გზამკვლევი - პრაქტიკული ინსტრუქციები.
ვებინარის ღირებულება: 100 ლარი
ვებინარის შინაარსი
ძირითადი საკითხები
- შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული ცვლილებები;
- შესაბამისი ნებართვებისა და პროცედურების მოთხოვნები;
- ვადები და სამართლებრივი რისკები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას წესების არასწორად შესრულების შემთხვევაში; ასევე ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ნაბიჯებსა და მაგალითებს, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს პროცესების სწორად ორგანიზებაში.
სპიკერი
- შრომითი და რეგიონული მიგრაციის მრჩეველი (GIZ), GeMigrate-ის დამფუძნებელი.
რეგისტრაცია
შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.
