საგადასახადო სამართალი შენი ბიზნესისთვის - Legal Concept

საგადასახადო სამართალი შენი ბიზნესისთვის

კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს საგადასახადო კოდექსისა და კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით თეორიული ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
კურსის ფარგლებში განიხილება საკითხები როგორიცაა, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, საგადასახადო რისკების განსაზღვრა, საგადასახადო დავა, ორგანიზაცია/საწარმოს მიმართ იძულებითი ღონისძიებების გავრცელება, შეთანხმების გაფორმება. მსვლელობისას განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რაც ხელს შეუწყობს საკითხების მარტივად აღქმას.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მფლობელი სუბიექტები (დამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები), სტარტაპერები, მეწარმეები, იურისტები, სტუდენტები, საგადასახადო სამართლით დაინტერესებული პირები

შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 6 (ექვსი) შეხვედრა (თითო 2 საათიანი)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 აკადემიური საათი

ტრენინგის ჩატარების თარიღი:
04 მაისი (19:00 - 21:00)
06 მაისი (19:00 - 21:00)
08 მაისი (19:00 - 21:00)
11 მაისი (19:00 - 21:00)
13 მაისი (19:00 - 21:00)
15 მაისი (19:00 - 21:00)

დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)

ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17

სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა: 12 აკადემიური საათიდან არანაკლებ 75 %-ზე დასწრება.

ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი.

სასწავლო პროგრამა

I დღე | 20 აპრილი - 19:00-21:00

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო;
  • საგადასახადო კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების გაცნობა;
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა, მათი უფლებები და ვალდებულებები;
  • საგადასახადო ორგანოს ვალდებულებები და უფლებები;
  • საგადასახადო ანგარიშგება;
  • საშემოსავლო გადასახადი;

II დღე | 22 აპრილი - 19:00-21:00

  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • მოგების გადასახადი;
  • ერთობლივი შემოსავალი და ხარჯები;

III დღე | 24 აპრილი - 19:00-21:00

  • შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
  • საერთაშორისო დაბეგვრა;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესი;

IV დღე | 27 აპრილი - 19:00-21:00

  • დამატებული ღირებულების გადასახადი;
  • აქციზისა და იმპორტის გადასახადი;

V დღე | 29 აპრილი - 19:00-21:00

  • ქონების გადასახადი;
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე კონტროლის პროცედურები, საგადასახადო შემოწმება;

VI დღე | 01 მაისი - 19:00-21:00

  • საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო დავისა და შეთანხმების წარმოება.
ხატია ცხვედიანი

ხატია ცხვედიანი

ტრენერი

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

პროფესიული გამოცდილება

  • 2018 წლიდან ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი;
  • შემოსავლების სამსახურში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებით სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, პირადი საგადასახადო მრჩეველის, საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციებზე, ასევე, სამუშაო გამოცდილებით დავებისა და იურიდიულ დეპარტამენტში.
გადახდა (TBC ბანკი)
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.