ტრენინგი „სამედიცინო სამართალი“ - Legal Concept

ტრენინგი „სამედიცინო სამართალი“

კურსი მიზნად ისახავს სამედიცინო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების, პრაქტიკული პრობლემებისა და რეგულაციების მიმოხილვას. ყურადღება გამახვილებულია პაციენტის უფლებებზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე. კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებს.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი: სამართლის სტუდენტები, პრაქტიკოსი იურისტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები

შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 5 (ხუთი) შეხვედრა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი

ტრენინგის ჩატარების თარიღი:
7 დეკემბერი (19:30 - 21:30) - ორშაბათი
9 დეკემბერი (19:30 - 21:30) - ოთხშაბათი
10 დეკემბერი (19:30 - 21:30) - ხუთშაბათი
14 დეკემბერი (19:30 - 21:30) - ორშაბათი
16 დეკემბერი (19:30 - 21:30) - ოთხშაბათი

დასწრების ტიპი: ადგილზე (10 მონაწილე) / ონლაინ Zoom (20 მონაწილე)

ტრენინგის ჩატარების ადგილი:
Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქუჩა N17

სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა: 10 აკადემიური საათიდან არანაკლებ 75 %-ზე დასწრება.

ტრენინგის ღირებულება: 650 ლარი / Early Bird 450 ლარი

* კომპანიებიდან 2 ან მეტი მონაწილის დარეგისტრირების შემთხვევაში იმოქმედებს კორპორატიული ფასი.

სასწავლო პროგრამა

I დღე - 7 დეკემბერი / 19:30 - 21:30 (2 საათი)

პაციენტის უფლებები და ინფორმირებული თანხმობა (ტრენერი: ანი მიქიაშვილი)

  • სამედიცინო სამართლის ცნება, მნიშვნელობა და სუბიექტები;
  • სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • პაციენტის ძირითადი უფლებები:
    • ინფორმაციის მიღების უფლება;
    • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
    • სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უფლება;
    • სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის უფლება;
    • არასრულწლოვანი პაციენტის უფლებები;
  • ინფორმირებული თანხმობის არსი, მიღების წესი და სამართლებრივი მნიშვნელობა;
  • ინფორმირებული თანხმობის გარეშე სამედიცინო ჩარევის სამართლებრივი ასპექტები.

II დღე - 9 დეკემბერი / 19:30 - 21:30 (2 საათი)

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები და პერსონალური მონაცემების დაცვა (ტრენერი: ანი მიქიაშვილი)

  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები:
    • კანონიერად ფუნქციონირების ვალდებულება;
    • სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
    • პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტი;
    • სამართლიანი, ხარისხიანი და არადისკრიმინაციული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში:
    • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი;
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და კანონიერების საფუძვლები;
    • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და დაცვა;
    • სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
    • მონაცემთა გამჟღავნება და მესამე პირებისთვის გადაცემა;
    • ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები და მათი დაცვის საკითხები;
    • სამედიცინო ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

III დღე - 10 დეკემბერი / 19:30 - 21:30 (2 საათი)

რეპროდუქციული უფლებები (ტრენერი: ირმა გელაშვილი)

  • რეპროდუქციული უფლებების ცნება და სამართლებრივი დაცვის ფარგლები;
  • რეპროდუქციული ავტონომია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • ოჯახის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • აბორტი და მისი სამართლებრივი რეგულირება;
  • რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი დილემები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რეპროდუქციული უფლებებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.

IV დღე - 14 დეკემბერი / 19:30 - 21:30 (2 საათი)

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (ტრენერი: ირმა გელაშვილი)

  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ცნება და სამართლებრივი რეგულირება;
  • გამეტების დონაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • სუროგაცია და სამართლებრივი ურთიერთობები მონაწილე პირებს შორის;
  • ემბრიონის გაყინვა, შენახვა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამხმარე რეპროდუქციის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და რეპროდუქციული უფლებების სფეროში;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის სამართლებრივი ანალიზი და მისი მნიშვნელობა სამედიცინო სამართლისთვის.

V დღე - 16 დეკემბერი / 19:30 - 21:30 (2 საათი)

სამედიცინო სამართალში სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა (ტრენერი: თამარ ჩიხლაძე)

  • სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები სამედიცინო სფეროში;
  • სამედიცინო მომსახურების პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა;
  • სამედიცინო შეცდომა და პროფესიული სტანდარტის დარღვევა;
  • სამედიცინო მომსახურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძვლები;
  • სასამართლო დავა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები.

ტრენერები

ირმა გელაშვილი
ირმა გელაშვილი
  • სამართლის დოქტორი, პროფესორი, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წევრი, სამედიცინო სამართლის სპეციალისტი;
თამარ ჩიხლაძე
თამარ ჩიხლაძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
ანი მიქიაშვილი
ანი მიქიაშვილი
  • შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სფეროში 10 წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი.

რეგისტრაცია

შეავსეთ ფორმა და გამოგვიგზავნეთ განაცხადი. პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ.

გადახდა (TBC ბანკი)
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.