ვებინარი - უცხოელებისთვის ინგლისურ ენაზე - „უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში” - Legal Concept

ვებინარი - უცხოელებისთვის ინგლისურ ენაზე - „უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში”

Legal Concept და GeMigrate გთავაზობთ ვებინარს თემაზე: უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში.
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ვებინარი სპეციალურად შექმნილია საქართველოში მცხოვრები ან/და დასაქმებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს პრაქტიკულად და მარტივად გააცნოს შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული ახალი რეგულაციები და დაეხმაროს მათ საქართველოში საქმიანობის კანონიერად განხორციელებაში.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომითი საქმიანობის უფლების მიღების პროცესზე, სამართლებრივ მოთხოვნებზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოში დასაქმებისთვის ან საქმიანობის დასაწყებად.

ტრენინგის დეტალები

სამიზნე ჯგუფი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც:
• ამჟამად იმყოფებიან საქართველოში;
• გეგმავენ საქართველოში მუშაობას;
• არიან მეწარმეები ან სტარტაპის დამფუძნებლები;
• დაინტერესებულნი არიან საქართველოში საქმიანობის განხორციელებით კანონთან სრულ შესაბამისობაში

შეხვედრების ჯამური რაოდენობა: 1 შეხვედრა

ვებინარის ხანგრძლივობა: 1 საათი

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 5 მაისი, 2026 (20:00–21:00)

დასწრების ტიპი: ონლაინ (Zoom)

ვებინარის ღირებულება: უფასო

ვებინარის შინაარსი

ძირითადი საკითხები:

  • შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული უახლესი ცვლილებები;
  • შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ეტაპები, მოთხოვნები და საჭირო დოკუმენტაცია;
  • საქართველოში დასაქმებისა და თვითდასაქმების სამართლებრივი ფორმები;
  • სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის პრაქტიკული გზები და რეკომენდაციები.
არჩილ ავალიშვილი

არჩილ ავალიშვილი

სპიკერი

შრომისა და რეგიონული მიგრაციის მრჩეველი (GIZ), GeMigrate-ის დამფუძნებელი
✓ თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.