შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა
ეკატერინე გასიტაშვილი
თეონა კაპანაძე
450 ₾
ტრენინგი - შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა

კურსი მიზნად ისახავს HR მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, შრომითი ურთიერთობებით დაინტერესებული პირებისთვის შრომის სამართლის პრაქტიკული საკითხების გაცნობას რეალური მაგალითებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შრომითი ურთიერთობების წარმოშობის, შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შრომითი დავების თავიდან აცილების პრაქტიკული რეკომენდაციები. კურსი მონაწილეებს დაეხმარება შრომით ურთიერთობებში ყოველდღიურ პრაქტიკაში სამართლებრივი რისკების სწორად შეფასებასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში
არჩილ ავალიშვილი
უფასო
ვებინარი - უცხოელებისთვის ინგლისურ ენაზე - „უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში”

Legal Concept და GeMigrate გთავაზობთ ვებინარს თემაზე: უცხოელთა დასაქმების ახალი წესები საქართველოში. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე და განკუთვნილია საქართველოში მცხოვრები ან/და დასაქმებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ და მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებსა და დასაქმების პროცესზე.

საგადასახადო სამართალი შენი ბიზნესისთვის
ხატია ცხვედიანი
500 ₾
საგადასახადო სამართალი შენი ბიზნესისთვის

კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს საგადასახადო კოდექსისა და კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით თეორიული ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები. კურსის ფარგლებში განიხილება კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, საგადასახადო რისკების განსაზღვრა, საგადასახადო დავა, ორგანიზაციის/საწარმოს მიმართ იძულებითი ღონისძიებების გავრცელება და შეთანხმების გაფორმება. მსვლელობისას განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რაც საკითხების მარტივად აღქმას შეუწყობს ხელს.

როგორ დავასაქმოთ უცხოელი საქართველოში
არჩილ ავალიშვილი
100 ₾
ვებინარი - როგორ დავასაქმოთ უცხოელი საქართველოში?

Legal Concept და GeMigrate გთავაზობთ ვებინარს თემაზე: როგორ დავასაქმოთ უცხოელი საქართველოში? ვებინარი დაეხმარება მონაწილეებს სწორად გაიაზრონ ახალი რეგულაციები და ეფექტურად მართონ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების პროცესი.

სახელმწიფო შესყვიდვების აქტუალური საკითხები
ია შავერდოვი
450 ₾
სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური საკითხები

კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი რეგულაციებისა და პრაქტიკული საკითხების მიმოხილვას. ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურებზე, ასევე თეთრი და შავი სიის მნიშვნელობასა და დავების საბჭოში გასაჩივრების მექანიზმებზე. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მაგალითებს.

სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები
თამარ ჩიხლაძე
ნატალია კალანდარიშვილი
ანი მიქიაშვილი
400 ₾
სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები

კურსი მიზნად ისახავს სამედიცინო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების, პრაქტიკული პრობლემებისა და რეგულაციების მიმოხილვას. ყურადღება გამახვილებულია პაციენტის უფლებებზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე. კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებს.

დებიტორული დავალიანების მართვა
ეკატერინე ახალკაცი
400 ₾
დებიტორული დავალიანების მართვა აღსრულების მეშვეობით

კურსი მიზნად ისახავს იურისტებისთვის და სააღსრულებო წარმოების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, რაც კომპანიებს დაეხმარებათ დებიტორული პორტფელის ეფექტურად მართვაში.